პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან პოლონელი გადამზიდავების საპროტესტო აქციას ფერმერებიც უერთდებან. პოლონელი გადამზიდავების ლიდერის ცნობით, დოროგუსკის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ბლოკადა ადგილობრივი დროით 13:30-დან დაიწყება. აქციის მონაწილეები პროტესტის მიზეზად პოლონეთის ბაზარზე უკრაინული პროდუქტების უკონტროლო შედინებით გამოწვეულ სიტუაციას ასახელებენ. პოლონელი ფერმერები უკრაინიდან შაქრის იმპორტის შეწყვეტასაც ითხოვენ, ასევე მათ მოთხოვნებს შორის სუბსიდიების გადახდა, საწვავის ფასის შენარჩუნება და სიმინდის მწარმობლებისთვის კომპენსაციების გადახდაცაა. პოლონელი გადამზიდავების ბლოკადა უკრაინის საზღვართან 6 ნოემბრიდან იმართება.