მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილზე - ნახევრად ხუმრობით ვიტყვი - ე, მანდ რაიმე დამაზიანებელი არ ეთქვა, სჯობდა თავი დაგვეცვა ამისგან - ვფიქრობ, შესანიშნავად წარიმართა ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც - Palitra News

მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილზე - ნახევრად ხუმრობით ვიტყვი - ე, მანდ რაიმე დამაზიანებელი არ ეთქვა, სჯობდა თავი დაგვეცვა ამისგან - ვფიქრობ, შესანიშნავად წარიმართა ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც

2023-12-18 15:44:34+04:00

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საზეიმო ღონისძიებაზე, ქვეყნის პრეზიდენტს რომ სცენაზე ასვლის უფლება არ მიეცა, ოპოზიციისთვის ანტიდასავლური ნაბიჯია. მმართველი პარტია კი მიიჩნევს რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ღონისძიებაზე სიტყვით არ უნდა გამოსულიყო.