საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე მიენიჭა, თუმცა საბოლოო წევრობისთვის ჩვენს ქვეყანას კიდევ რამდენიმე ეტაპი აქვს გასავლელი. პირველ ეტაპად ევროკომისია ევრორეკომენდაციების ბოლომდე შესრულებას განიხილავს. ამ საკითხს ოპოზიციური პარტიები უკვე გამოეხმაურნენ - ისინი ამბობენ, რომ პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში უკვე უნდა დაწყებული, თუმცა მმართველი პარტიისგან ამის მზაობას ოპოზიციაში ვერ ხედავენ.