რომის პაპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. პაპი ფრანცისკე, ღაზაში, სამრევლოს შეფარებული დედა-შვილის მკვლელობას გამოეხმაურა. რომის პაპმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების სამიზნე არიან. გარდა ამისა, პაპმა მრევლს ლოცვისაკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის ლათინურმა საპატრიარქომ, შაბათს განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სნაიპერმა დედა-შვილი მოკლა, რომელიც თავს ღაზას წმინდა ოჯახის სამრევლოს აფარებდა.