განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წელი შეაჯამა. მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით აღნიშნული ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ჩინეთისა და უნგრეთის საელჩოებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სპეციალური პრიზები გადასცა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე დაფინანსდა.