საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს - ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტიკური მხარეები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ქვეყანამ. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ სტატუსის მიღება საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის დამსახურებაა. მათივე შეფასებით, რეფორმები გაგრძელდება, თუმცა იმის იმედი არ აქვთ, რომ ამ პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება. ოპოზიცია კი კვლავ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. მათივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ საჭირო რეფორმებს ისევ არ გაატარებს, მიღებული სტატუსი უფუნქციო და უშინაარსო გახდება.