უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი და X-59 რაკეტა გაანადგურა - Palitra News

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი და X-59 რაკეტა გაანადგურა

2023-12-17 15:46:50+04:00

უკრაინის საჰაერო ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 20 დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით, X-59 ტიპის საავიაციო მართვადი რაკეტით და ასევე Shahed-ის ტიპის 20 დრონით“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათი ინფორმაციით, „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტამ სამიზნეს ვერ მიაღწია. 20 დრონი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა კი უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურა.