ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია გამოეხმაურა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებით, მისთვის გაუგბეარი იყო, როდესაც მიღწეული წარმატება პოლიტიკურმა მხარეებმა საკუთარ თავზე მიიწერეს. გახარია ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამისთვის სიცოცხლე გასწირეს.