"დიდი შვიდეული” გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან აშშ და ევროკავშირი ვერ ბედავდნენ ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემაზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ვითარება იცვლება. ეს პირველ რიგში უკრაინის ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფინანსების კრიზისს უკავშირდება. ამავდროულად გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის პოზიცია რუსული კომპანიებისთვის შემოსავლების შემცირებისკენაა უფრო მიმართული.