ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ომი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ისრაელი არ გაიმარჯვებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრიოს განცხადებით, ეს უდა მოხდეს საერთაშორისო ზეწოლისა და იმ საფასურის მიუხედავად, რასაც ისრაელის მოქალაქეების დაღუპვა ჰქვია. მისი თქმით, ისრაელელი სამხედროების მიერ ღაზაში ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.