დედაქალაქში ორბელიანების სასახლესთან საახალწლო სოფელი გაიხსნა - Palitra News

დედაქალაქში ორბელიანების სასახლესთან საახალწლო სოფელი გაიხსნა

2023-12-16 19:12:49+04:00

დედაქალაქში ორბელიანების სასახლესთან საახალწლო სოფელი გაიხსნა. ადგილზე პატარებისათვის გასართობი კონსტრუქციებია დამონტაჟებული. ადგილზე მისულ მოსახლეობას სადღესასწაულო პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და საახალწლო ნუგბარის შეძენა შეუძლიათ. როგორც სტუმრები აცხადებენ საახალწლო სოფელმა მათ და პატარების განწყობაზე დადებითად იმოქმედა.