საქართცელოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ევროკომიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციას ქართული ოცნება არ შეასრულებს. ისტოული გადაწყვეტილების აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა.