ფინეთთან საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს სწორი ტერმინია. რა თქმა უნდა, ეს ფინეთისა და ევროკავშირის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. სამწუხაროდ, საზღვრები უნდა დაიკეტოს, რადგან რუსეთმა მისი ქცევა არ შეცვალა“, - განაცხადა პეტერი ორპომ.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ამას სიტუაცია მოითხოვს, იგი რუსეთთან საზღვრის შესახებ სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მზად არის.
„სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით მუდმივი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, ფინეთის მთავრობამ რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა.