რუსეთი აცხადებს, რომ 2024 წელს 7 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის - Palitra News

რუსეთი აცხადებს, რომ 2024 წელს 7 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის

2023-12-16 13:55:01+04:00

2024 წელს რუსეთი 7 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კარაკაევი ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაცია ამერიკულ მხარეს ნებისმიერი დაგეგმილი გამოცდის შესახებ ინფორმაციას, არანაკლებ ერთი დღით ადრე აწვდის. მსგავს ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატებიც აზიარებს“, - განაცხადა კარაკაევმა.

კარაკაევმა აღნიშნა, რომ 24 საათით ადრე გაზიარებულ ინფორმაციაში მითითებულია ზუსტი დრო, გაშვების ადგილი და ზემოქმედების არეალი.