საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ის ვლადიმერ პუტინტან დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა. მისი თქმით, საუბრის წინაპირობა უნდა იყოს პუტინის "სერიოზული წინადადებები" და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური პარიზი მხარს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას უჭერს.