კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისი თქმით, გვიან ღამით, რუსები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს თავს დაესხნენ. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ რუსების თავდასხმას მსხვერპლი და სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია. პოპკოს ცნობით, მიმდინარე თვეში ეს რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მეექვსე შეტევა იყო.