გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადება რეგულარულად ხორციელდება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა და სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები - „გარემოსადცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადასცა. პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.