“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2024 წლის არჩევნებისათვის ემზადება. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტი რონ ნერინგი 3 დღიან ტრენინგს ჩაუტარებს.თემასთან დაკავშირებით დღეს “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს და სამოქმედო გეგმა განიხილეს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ განაცხადეს, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული თვალსაზრისით გაძლიერებაში ეხმარება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ ნერინგთან თანამშრომლობა.