ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა - Palitra News

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა

2023-12-16 11:54:17+04:00

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა, - ამის შესახებ განცხადებას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

„ეს ადამიანი უცხოურ სამსახურებთან თანამშრომლობდა, თანამოაზრეებთან ერთად საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და უცხოურ სამსახურებს, მათ შორის „მოსადს“ დოკუმენტებს აწვიდიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებილი პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, სიკვდილით ზაჰედანის ციხეში დასაჯეს.