იაგო კაჭკაჭიშვილი - ბოლომდეა მისაყვანი ეს გადაწყვეტილება. ეს უნდა გადაიქცეს ევროკავშირის წევრობად და ეს რა საკვირველია თავისთავად არ მოხდება. არაფერი არ ხდება თავისთავად, სოციალურ სამყაროში, ყველაფერს სჭირდება ძალისხმევა. ძალისხმევა საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ამიტომ ამ აქტორების ძალისხმევაზე ბევრი რამეა დამოკიდებულ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი თავისთავად წევრობად არ გადაიქცევა , აქ საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს შესაბამისი ნება