ახალი ფურცელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში - საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. დღეს კი ბრიუსელში სამიტის მეორე დღე მიმდინარეობს. ევროპულმა საბჭომ ასევე უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირი ბოსნიასთანაც დაიწყებს მოლაპარაკებებს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.