რა საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - Palitra News

რა საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

2023-12-15 12:56:43+04:00

საქართველოს და ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დასავლელი პარტნიორებიც ულოცავენ. შარლ მიშელის განცხადების მერე სოციალურ ქსელში არ წყდება გამოხმაურებები ევროპარლამენტარების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან. სატელეფონო ზარით მიულოცა სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელის გადაწყვეტილება ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.