ქართველ ხალხს კანდიდატი ქვეყნის სატუსის მინიჭებას ულოცავ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა და ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს. ხაბეიშვილის თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე.