ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის კანცრელარიაში გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სტატუსი ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული რომელიც - ხელისუფლებამ ხალხთან ერთად და ხალხისთვის მოიპოვა. პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსაც მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე მიიპატიჟა