დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელში“ კონსტრუქციებისა და ინსტალაციების მონტაჟის პროცესს მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის თქმით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში 16 დეკემბრიდან გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.