საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა

2023-12-14 19:22:28+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა. ვაზიანის სასროლეთზე გამართულ საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.