ევროპული საბჭოს ოსტორიულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15 დეკემბერს გაირკვევა მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე მოლოდინები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ერთნაირია, მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც ხვალ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელიან. მათი პოზიციები კი განსხვავებულია დამსახურების ნაწილში. ოპოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ქართველი ხალხის დამსახურებად აფასებს . ხელისუფლების წარმომადგენლები კი განხორციელებულ რეფორმებზე ამახვილებენ ყურადღებას. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან დღის მთავარ გამოშვებაში მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.