ბრიუსელი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. პარალელურად კი ნეტ გაზეთი ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტს ასაჯაროებს. დოკუმონტში აღნიშნულია რომ საქართველოს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება, თუმცა ვინაიდან კონსესუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება შეიცვალოს. რა წერია დოკუმენტში და როგორია გზავნილები ბრიუსელიდან, ხატია სამხარაძე დღის მთავარ საინფორმაციო გამოსვებაში გვეტყვის.