იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან. მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციის შექმნის მიზანი მსოფლიოში არსებული გამოწვევბია. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ და იტალიელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა, საჰაერო უპირატესობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და ის საფრთხეების ეფექტური შეკავების შესაძლებლობას იძლევა.