“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს ,რომ დიდ დიღომში სკვერის ნაცვლად, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი .ის თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ამბობს ,რომ დედაქალაქი კახი კალაძის კორუფციულ ინტერესებს ეწირება. ფარულავამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ბრიფინგი გამართა და მერიაში წერილიც შეიტანა .