ბრიუსელი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია- ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უნდა განიხილონ. სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა. მთავარი თემა კი, უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია იყო.