ერთი დღე ოსტორიულ გადაწყვეტილებამდე- ევროპული საბჭო ხვალ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რომლითაც გაირკვევა მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდოდატი ქვეყნის სტატუს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დადებითი მოლოდინები აქვთ. ხელისუფლების წარმომადგენლები განხორციელებულ რეფორმებზე ამახვილებენ ყურადღებას, ოპოზიციაში კი კვლავაც აცხადებენ რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.