ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტზე საჯარო განხილვის ფორმატში იმსჯელეს - Palitra News

ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტზე საჯარო განხილვის ფორმატში იმსჯელეს

2023-12-14 09:32:36+04:00

ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტზე საჯარო განხილვის ფორმატში იმსჯელეს. აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საგენტოს გეგმის მიხედვით, სატყეო-სამურნეო ღონისძიებები 10-ი წლის განმავლობაში განხორციელდება. საველე სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებულმა მეტყევე ტაქსატორებმა განახორციელეს. სასწავლო პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.