თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შენობაში გაჩენილი ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.