მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოქცევა ისე, როგორც ეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დასჭირდება. ორბელიანების სასახლეში მისულმა ოპოზიციამ საზეიმო მიღება ისევ პასუხების გარეშე დატოვა. მათ ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მისაღებია ნებისმიერი დემოკრატიული აქტივობა, რომელიც ხელისუფლების დასამარცხებლად იქნება მიმართული. მმართველი პარტია კი ზურაბიშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას სკეპტიკურად აფასებს.