თუ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი დაბლოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„წელს რუსეთს არც ერთი გამარჯვება არ ჰქონია, ვერც ერთი სოფელი ვერ დაიკავეს, მაგრამ მათ მუშაობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ სხვა კონტინენტების სახელმწიფოებთან დაიწყეს. ამიტომ, თუ დადებითი შედეგი არ იქნება, ის იმაზე მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ იმისთვის, რომ რომელიმე სახელმწიფოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არ დაებლოკა, ყველაფერი გააკეთა.
„ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციულები ვიყავით, ყველაფერი გავაკეთეთ, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, ჩვენი პარტნიორების ყველა რეკომენდაცია და ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა შევასრულეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.