ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რითაც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - Palitra News

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რითაც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

2023-12-13 17:31:47+04:00

ევროპარლამენტმა გაფართოების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტმა 468 ხმით 99-ის წინააღმდეგ ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.