1. უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსული ძალების თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები უკრაინის მიმართულებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 800-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს და ომის დაწყებიდან დღემდე მტრის დანაკარგებმა 340 600 ჯარიკსაცს გადააჭარბა.