1. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია. თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში ლოიდ ოსტინის შემდეგ, სიტყვით ზელენსკი გამოვიდა. მან აშშ-ის თავდაცვის მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით უკრიანის პრეზიდენტი თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ასეთი კერა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად შეძენილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ზელენსკის მტკიცებით, უკრაინა მზად არის და უფრო მეტ საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს, მაგრამ მას ასეთი ძლიერი კომპანიების მხარდაჭერა სჭირდება. სიტყვიტ გამოსვლისას ზელენსკიმ აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვისაა სასარგებლო.