საქართველოში ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ-მაიორ ენნო მიოტსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.