საშემოდგომო სესიის ბოლო სასესიო კვირა ტრადიციული პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მმართველი პარტიის წარმომადგენლება განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო კვლავ ოპოზიციის კრიტიკისთვის გამოიყენეს. ხელისუფლების ოპონენტებმა კი სხვადასვა საკითხზე ისაუბრეს , კერძოდ როგორც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის გაფართოებაზე. აღსანიშნავია ისიც რომ პლენარულ სხდომაზე მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა რომ ე.წ.ლ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა ევროკავშირშიც მიმდინარეობს. რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.