ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 3 დღე რჩება - ილია დარჩიაშვილი ამბობს, უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს - Palitra News

ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 3 დღე რჩება - ილია დარჩიაშვილი ამბობს, უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს

2023-12-12 19:35:08+04:00

ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 3 დღე რჩება. 27-ი ქვეყნის ლიდერმა საქართველოსთვის ევროკავიშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბრიუსელში საქართველოს პირველი დიპლომატი იმყოფება - ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს. ამავდროულად, დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს ოპოზიციასაც. კიდევ რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამას სალომე ჯაფარიძე მოგვიყვება.