ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა. ვიზატამდე ჩინეთის პრეძიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი დიდი ხანია რაც ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ვიეტნამი კი - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ჩინეთის უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს. ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დახვდა. სი ძინპინი ბოლოს ვიეტნამში 6 თვის წინ იმყოფებოდა.