ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას განცხადებით, დასავლეთს, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების სახით, აფხაზეთის მსოფლიოს ნაწილად დანახვა არ სურს.როგორც ბჟანია ამბობს, დასავლეთში სურთ, რომ დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და, ბჟანიას შეფასებით, ამისთვის დასავლეთი გეგმაზომიერად მუშაობს. მისივე თქმით, აფხაზეთი უნდა ცდილობდეს, რომ გახდეს მსოფლიოს ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია „ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებას და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე“.