15 დეკემბერს 27-ი ქვეყნის ლიდერი საქართველოსთვის ევროკავიშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს. ბრიუსელში საქართველოს პირველი დიპლომატიც იმყოფება - ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს. ამავდროულად, დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს ოპოზიციაც.