საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში გამართულ მინისტერიალებში მიიღო მონაწილეობა . გაიმართა ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები. ოთარ შამუგია სიტყვით გამოვიდა უკრაინის მხარის ორგანიზებით გამართულ მინისტერიალზე, რომელიც გარემოზე შეიარაღებული კონფლიქტების გავლენას მიეძღვნა.დუბაიში გამართულ კონფერენციაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.