ერთწლიანი დიპლომატიური თხოვნის შემდეგ კრემლი მუქარაზე გადადის. რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისგან ბიჭვინთის რეზიდენციისა და გარშემო არსებული რელიქტური ფიჭვის ტყისა და საზღვაო აკვატორიის 49 წლით იჯარით გადაცემას მოითხოვს, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიას მიაჩნია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის წინააღმდეგობა ძლიერი ვერ იქნება და საბოლოოდ ბიჭვინთის რეზიდენცია რუსების ხელში აღმოჩნდება. საკითხს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. როგორია კანონმდებლების შეფასება და როგორ აპირებს რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკურ შეზღუდვას ლუკა ცხვედიანის სიუჟეტიდან გაიგებთ