ისტორიულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოლოდინებზე საუბრობენ. მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუს ეს ევროპული საბჭოს 27-მა სახელმწიფომ ერთხმად უნდა გადაწყვიტოს. ქართული ოპოზიციური პარტიები საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინასთან დაკავშირებულმა პოზიციამ გამოიწვიოს. რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ეკა უშხვანი გააგრძელებს ამაზე საუბარს.