პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს მოუსმენს.
ახვლედიანი პლენარულ სხდომაზე, 15 დეკემბერს, “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მისი მოსმენა პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში უკვე ასახულია.
სახელმწიფო მინისტრი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვების უპასუხებს.