ბაჩო დოლიძე - ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა - Palitra News

ბაჩო დოლიძე - ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა

2023-12-11 15:34:17+04:00

"ნაციონალური მოძრაობა ბაჩო დოლიძემ დატოვა. პოლიტიკური მოძრაობის ყოფილი საორგანიზაციო მდივანი ამბობს, რომ მისი პოზიციები ახალ მენეჯმენტთან შეუთავსებელია და გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი პარტიაში არაფორმალური მმართველობა გახდა. როგორც დოლიძე განმარტავს, ის ახალ პარტიას შეუერთდება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნება.